პოლიტიკური სპექტრი მიშას ჯანმრთელობაზე

28 აპრილი 2022, 18:10 1072 ნახვა

“ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, საქართველოში ომში ჩართვა სურს“ - თქვა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ირაკლი კობახიძემ სავარაუდო, დაგეგმილი სცენარის დეტალებიც განმარტა, რომლის მიხედვით ექს-პრეზიდენტს საქართველოში ჯერ ვითარება უნდა აერია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო და ქვეყანა ომში ჩაერთო.

''ლელოსა'' და გახარიას პარტიის წევრები კი სააკაშვილთან ალიანსს აბსურდულს უწოდებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი ამტკიცებს, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმდება და მას ანორექსიის ნიშნები აქვს, სწორედ ამ არგუმენტით ხსნიან მისი გათავისუფლების აუცილებლობას.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში