გერმანელმა პარლამენტარებმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს და დაჩქარდეს.
უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას ხმა 693 დეპუტატიდან 586-მა მისცა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თითქმის 70 წუთიანი დებატები.
გერმანია ასევე განათავსებს მეტ ჯარისკაცს ნატო-ს პოზიციების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში და წაახალისებს რუს ჯარისკაცებს, დადონ იარაღი და ეძებონ თავშესაფარი გერმანიასა და ევროკავშირში.
ინიციატივა არ მოიწონეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ეს ახლოს არის ომის გამოცხადებასთან.