ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე პარლამენტში 

27 აპრილი 2022, 14:50 933 ნახვა

ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით,  მადრიდის სამიტზე მიიღება გადაწყვეტილებები, რათა გაიზარდოს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს საჭიროებებზე იქნება მორგებული. 

მისივე თქმით, ძლიერდება მექანიზმები, რათა უზრუნველყონ  საქართველოსთვის ის სპეციფიკური ინსტრუმენტები, რასაც იმსახურებს.  ეს განცხადება ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.  მისივე შეფასებით,  ომი უკრაინაში გახლავთ დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის, საჭიროა ადაპტაცია, რასაც ნატო აკეთებს.  

როგორც კოლომინა ამბობს, ნატო-ს საპასუხო ქმედებაა ყველა პარტნიორთან მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი