პენიტენციური სამსახურის განცხადება

27 აპრილი 2022, 11:20 607 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიზანმიმართულს და  ცილისმწამებლურს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, მიხეილ  სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ.

უწყების შეფასებით, ამგვარი ქმედება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება. ამავე განცხადებაში  ნათქვამია, რომ  ყოფილ პრეზიდენტს  ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია.  

,,ბრალდებული/მსჯავრდებული  სააკაშვილი, მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს, ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით“-აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში