მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი საჭიდაო სკოლა საქართველოშია, შესაბამისად ახალგაზრდებს შორისაც უკვე არიან ისეთი სპორტსმენებიც, რომლებსაც მომავალში მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებენ, ერთ-ერთი მათგანია 17 წლის ანრი ხოზრევანიძე, რომელიც ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში კადეტებს შორის სხვა და სხვა მსოფლიო რანგის ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორია. როგორი იყო ანრის გზა აქამდე და რა გეგმები აქვს მომავალში, სიუჟეტიდან შეიტყობთ