უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება, რადგან ამ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს.
ირინა ვერეშჩუკის თქმით, ჰუმანიტარულ კოლონაში უნდა იყვნენ გაერო-ს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები
„ამიტომ ჩვენ მივმართეთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, იყოს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის ინიციატორი და გარანტორი. საუბარია დერეფანზე მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც „აზოვსტალში“ რჩებიან. კერძოდ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჰუმანიტარულ კოლონაში იყვნენ გაერო-ს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები“, – განაცხადა უკრაინის ვიცე პრემიერმა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მზად არიან, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გაუშვან. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.