,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.
გამოკითხულთა 6%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, გამოკითხულთა 64% კი მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, ან არ აქვს კითხვაზე პასუხი.
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის'' დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა.
კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%.
საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში.