როგორც ცნობილია 25 აპრილიდან მართვის მოწმობის მიღებს პრაქტიკული ნაწილი იცვლება და მას ემატება ახალი კომპონენტი, გამოცდის უშუალოდ ქალაქში ჩაბარება, მანამდე კი ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ჩაბარება ძველი წესებით მოასწრონ დიდი პრობლემის წინაშე დადგნენ, ადგილზე მისულ აპლიკანტებს უზარმაზარი რიგები ხვდებათ და ხანდახან ერთი კვირითაც კი უწევთ ლოდინი და ამ საკითხის მოგვარება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რაც შეეხება ქალაქში ჩაბარებას ინსტრუქტორები ამბობენ, რომ ეს პრობლემაა, რადგან ჯერ დეტალები განსაზღვრული არ არის, ხოლო სკოლებში ოფიციალურად ქალაქში გადაადგილება არც კი ისწავლება.