რუსულმა ჯარებმა ლუგანსკის რაიონში კიდევ 12 სახლი გაანადგურეს - უკრაინული მედია

19 აპრილი 2022, 10:24 860 ნახვა

ბოლო ერთ დღეში რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 სახლი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,ყველაზე მეტი ნგრევა გუშინ კრემენნაიაში მოხდა. რუსული ჭურვების პირდაპირი დარტყმის შემდეგ ორი სახლი საძირკველამდე დაინგრა. კიდევ ოთხი ცეცხლმა მოიცვა - ხანძარი ლიკვიდირებულია, მაგრამ საცხოვრებლად ვარგისია თუ არა, ეს სადავო საკითხია. მტერი მაღალსართულიან შენობებს ესვრის, სადაც ჯერ კიდევ ხალხი იმყოფება"-განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს. ღამით უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში განგაშის სიგნალები ისმოდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალები უკრაინის ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევას სამ რეგიონში ცდილობებ - აღმოსავლეთ ზონაში, დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიებზე სრული კონტროლის დასამყარებლად და ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფნის გასახსნელად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი