რუსეთი მარიუპოლს ვერ აკონტროლებს

17 აპრილი 2022, 17:36 2032 ნახვა

რუსეთმა საწადელს ვერ მიაღწია. მას შემდეგ, რაც მარიუპოლის მცველებმა რუსეთის ულტიმატუმი არ შეასრულეს და უარი თქვეს დანებებასა და ქალაქის რუსებისთვის ჩაბარებაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მათ "ელიმინაციით" დაემუქრა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში მებრძოლებს იარაღის დაყრის და დანებების ვადა 13:00 საათამდე მისცა. ახლა ოკუპანტები სხვა გზებით ცდილობენ მოსახლეობის შევიწროვებას. რუსებმა მარიუპოლის მცხოვრებლებს ქალაქში გადაადგილებისა და ქუჩაში ყოფნისთვის  საშვის აღება  უბრძანეს. „ასობით მოქალაქე იძულებულია რიგში დადგეს საშვის მისაღებად, რომლის გარეშეც მომავალ კვირას შეუძლებელი იქნება არა მხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში ყოფნაც“. - ამის შესახებ მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს.. უკრაინელი დეპუტატის ალექსი გონჩარენკოს განცხადებით, კი მარიუპოლის დამცველები რუსეთს არ ჩაბარდებიან. ამბობს, რომ იცის ჯარისკაცების განზრახვა, რომელიც ბოლომდე ბრძოლას აპირებენ. გაეროს ინფორმაციით მარიუპოლში 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი