იმყოფება თუ არა რომან აბრამოვიჩი კიევში? - ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები. „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსი ოლიგარქი, კიევში ჩავიდა, რათა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი განაახლოს. აღნიშნულს უარყოფს რუსი ბიზნესმენის წარმომადგენლი და აცხადებს, რომ აბრამოვიჩი კიევში არ იმყოფება და არც უახლოეს პერიოდში ყოფილა.