უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა გაანადგურეს

14 აპრილი 2022, 08:39 1180 ნახვა

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.  უკრაინის გენშტაბი არ აკონკრეტებს კონკრეტულად, სად განახორციელა აღნიშნული იერიში. 

უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსი დამპყრობლების 8 თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა  კი ხარკოვის საცხოვრებელი უბნები დაბომბა. ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თქმით, იზიუმის მიმართულებით, რეგიონში კვლავ რთული მდგომარეობაა. მისი განმარტებით, ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ პოზიციებს, ანადგურებენ ტექნიკას და თანდათანობით გადადიან კონტრშეტევაზე დერგაჩოვის და როგანის მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში