სოფელ სალიბაურში ხანძარია

11 აპრილი 2022, 22:37 3820 ნახვა

სოფელ სალიბაურში ხანძარია. 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე ტყეზე გავრცელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. 

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

შემთხვევის ადგილას იმყოფება ხელვაჩაურის მერი. ზაზა დიასამიძის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება. 

"შეიქმნება სტიქიის შემსწავლელი კომისია, რომელიც შეისწავლის მდგომარეობას და მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით ოჯახს. დღეს, ისინი ახლობლებთან დარჩებიან დილიდან კი ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალიტეტის სამსახური წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან და იზრუნებენ პრობლემის მოგვარებაზე", - აცხადებს ზაზა დიასამიძე .

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში