გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ამოეწურა იარაღის მარაგი უკრაინის მიწოდებისთვის - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მის გაბედულ ბრძოლაში. თუმცა, გულწრფელი უნდა ვიყო და ვთქვა, რომ ბუნდესვერის მარაგებიდან მიწოდების ზღვარს მივაღწიეთ. რადგან გერმანიის ჯარებს უნდა შეეძლოთ ქვეყნისა და ნატოს ალიანსის თავდაცვის გარანტია“, - თქვა ლამბრეხტმა.