უკრაინაში ომს 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - გაერო

08 აპრილი 2022, 11:59 1027 ნახვა

გაეროს განახლებული მონაცემებით, უკრაინაში ომს ამ დროისთვის 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

გაეროს განახლებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 1611 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 131 ბავშვია. დაჭრილია 2227 ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, 425 ადამიანი დაიღუპა.

გაეროში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ანგარიშში კი მხოლოდ დადასტურებული შემთხვევებია ასახული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი