ბუჩაში თითქმის ყველა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ტყვიით და არა არტილერიისგან - მერი

07 აპრილი 2022, 15:57 552 ნახვა

ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ ქალაქში ნაპოვნი გვამების რიცხვი დღითიდღე იზრდება და თითქმის ყველა მათგანი დახვრიტეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მერის განცხადებით, ამ დროისთვის ცხედრებთან სპეციალისტები, კრიმინალისტები, სამართალდამცავები მუშაობენ. ნაპოვნი გვამების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

ანატოლი ფედორუკის განმარტებით, ცხედრების 90% გარდაცვლილია ტყვიით და არა არტილერიით.

გერმანულმა მედიასაშუალება Der Spiegel-მა ინფრომაცია გაავრცელა, რომ გერმანიამ რუსი სამხედროების რადიო შეტყობინებები მოიპოვა, რომლებიც, სავარაუდოდ, აღიარებდნენ, რომ მათ ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი