რუსეთის მიერ ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველი სამხედროები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. 6 მეომრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ჩატარებული კვლევების პასუხები ჯერ-ჯერობით უცნობია. მეომრები ამბობენ, რომ დღეს უფრო მძიმედ გრძნობენ თავს, ვიდრე გუშინ - აქვთ ერთნაირი სიმპტომები, რომლებიც მას შემდეგ დაეწყოთ, რაც ისინი ქალაქ გოსტომელში აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერება დატოვეს.