საფრანგეთის მთავრობა ქვეყნიდან რუს დიპლომატებს გააძევებს - ამის შესახებ ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"საფრანგეთმა დღეს საღამოს გადაწყვიტა, გააძევოს საფრანგეთში დიპლომატიური სტატუსით განთავსებული რუსეთის საელჩოს მრავალი პერსონალი, რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს.
ჩვენი პირველი პასუხისმგებლობა ყოველთვის არის საფრანგეთისა და ევროპელი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ფრანგული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს.
ცოტა ხნით წინ, გერმანიამ 40 რუსი დიპლომატი გააძევა.