მედიის წარმომადგენლების, მათ შორის ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

04 აპრილი 2022, 16:51 1405 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილისა და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე (მირანდა ბაღათურია, ლექსო ლაშქარავა) განხორციელებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა საქმეში ბრალდებული ყველა პირი დამნაშავედ ცნო და ხუთ-ხუთ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ელიეშვილის გადაწყვეტილებით, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძეს, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ, მუხლის კვალიფიკაცია ძალადობით შეიცვალა, ვინაიდან მოსამართლის განმარტებით, საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი