რუსული არმია ოდესას ბომბავს - მძიმე ვითარებაა მარიუპოლშიც

03 აპრილი 2022, 13:33 3018 ნახვა

უკრაინის თავზე რუსული ავიაიერიშები გრძელდება. დაიბომბა ოდესა, თუმცა ქალაქის საბჭოს ცნობით, ზოგიერთი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოგდო, თუმცა ნაწილმა მიზანს მაინც მიაღწია. საჰაერო თავდასხმის შედეგად  ნავთობის საწვავს გაუჩნდა ცეცხლი.

თვითმხილველების განცხადებით, მათ ნავთობის საცავის ტერიტორიაზე გამთენიისას 6 აფეთქების ხმა გაიგონეს.

კვლავ მძიმეა ვითარება მარიუპოლში, ოკუპანტებმა ქალაქში ლატვიელი რეჟისორი მოკლეს. ინფორმაციას ლატვიელი რეჟისორი, ვიტალი მანსკი ავრცელებს. მას სამხედროებმა ცეცხლი მაშინ  გაუხსნეს, როცა კამერით ხელში იდგა და იღებდა.

მარიუპოლში სადაც ახლა ყველაზე მძიმე სიტუაციაა ხალხის ეაკუაცია გრძლედება. ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ავრცელებს.

ირინა ვერშჩუკის განცხადებით, წითელი ჯვრის თანხლებით, მარიუპოლთან მიახლოებას 7 ავტობუსით გეგმავენ.

უკვე ცნობილია, რომ უკრიანელებმა პოზიციები აღადგინეს არაერთ ქალაქზე. მათ შორის ჩერნიგოვზეც, სადაც ასევე უმძიმესი მდგომარეობა იყო. ტელეგრამარხებზე ვრცელდება ვიდეოები სადაც მოქალაქეები ყვებიან რუსულ სისასტიკეზე, რომელსაც საოკუპაციო ძალები ჩადიოდნენ ოკუპირებულ ქალაქში. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი