მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით,მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. მათი თქმით, 2 000-მდე ადამიანი მანქანებით ბერდიანსკიდან ზაპოროჟიეში გადაჰყავთ. ევაკუაციის პროცესში ჩართულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური და წითელი ჯვარი.
ამ დროისათვის ქალაქ მარიუპოლში კიდევ 150 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.
მათივე ცნობით, წითელი ჯვრის დახმარებით, მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაცია 42 ავტობუსით მიმდინარეობს.
მარიუპოლიდან ევაკუაცია პრობლემური იყო, იქ ვერც წითელი ჯვარი შედიოდა. ქალაქი ოკუპანტებს ალყაშია მოქცეული და თითქმის ყოველდღე ხორციელდება თავდასხმები.