უკრაინის  შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 11 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

01 აპრილი 2022, 10:09 629 ნახვა

უკრაინის  შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 11 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.  ,

,კონკრეტულად კი  მე-60 ცალკეული ქვეითი ბრიგადის დამცველების ძალისხმევით გათავისუფლებულია ხერსონის ოლქის შემდეგი დასახლებები: ნოვოვორონცოვკა, მალაია შესტერნია, ნოვოგრიგოროვკა, ტოპოლინოე, კნიაზევკა, კრასნოვკა, სვობოდნოე, პრიგორიე, კოჩუბეევკა და ორლოვო,“ - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებაში.

უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის და რომ გომელის რაიონში სარაკეტო სისტემები იგზავნება.

რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვების შემდეგ დაუზუსტებელი რაოდენობის დატყვევებული უკრაინელი სამხედროები თან წაიყვანეს. ამის შესახებ სახელმწიფო ბირთვული სააგენტო Energoatom-ი იუწყება.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს ქალაქ კიევის ბლოკირება და დაპყრობა და რომ ოკუპანტები იძულებულნი გახდნენ, ამ ამოცანაზე დროებით უარი ეთქვათ.  მათივე ცნობით, რუსეთი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ადმინისტრაციების შექმნას ცდილობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი