გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანული ტელეარხ არდისთვის მიცემულ ინტევიუში უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და უარყო გერმანიის ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული კრიტიკა. შოლცის მთავრობას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ იგი ისევ განაგრძობს რუსეთისგან ენერგორესურსების იმპორტს, რითაც ხელს უწყობს კრემლს ომის დაფინანსებაში.
შოლცის თქმით, მოსკოვი ვერაფერს გააკეთებს იმ თანხებით, რომლებიც მას დასავლეთის სანქციების გამო ანგარიშებზე ერიცხება. ხოლო, რაც შეეხება რუსულ ენერგოიმპორტზე გერმანიის დამოკიდებულებას, კანცლერი ამბობს, რომ ამ მიმართლებით მთავრობა აქტიურად მუშაობს და შესაძლოა უკვე წელს გერმანიამ უარი თქვას რუსულ გაზზე.
ოლაფ შოლცი უარყოფს ბრალდებას, რომ გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარი თქვა. მისი თქმით, სწორედ გერმანიისა და მისი პარტნიორების მიერ მიწოდებული ტანკსაწინაარმდეგო და საზენიტო სისტემებით უკრაინამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. ოლაფ შოლცმა რუსეთის მხრიდან საფრთხის გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაზეც ისაუბრა.