საწვავის გაძვირების გამო საპტროტესტო აქციები გუშინ თბილისის გარდა ბათუმსა და ქუთაისშიც გაიმართა. აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
20 პირი დიღმის მთავარ სამმართველოში გვიან ღამით გადაიყვანეს. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.