რუსეთმა ქალაქი ლვოვი დაბომბა

27 მარტი 2022, 16:49 908 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ქალაქ ლვოვში საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აგრძელებენ თავდასხმით ქმედებებს.

იგორ კონაშენკოვის თქმით, მათ ლვოვის სიახლოვეს ნავთობის საცავსა და ანტი-საავიაციო სისტემების, რადარებისა და ტანკების შესაკეთებელ საწარმოს შეუტიეს, რომელსაც უკრაინული ძალები იყენებდნენ.

პარალელურად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ნავთობისა და საკვები მარაგის საწყობების განადგურება დაიწყო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი