ვაქცინაციის კამპანია - შეხვედრა მოსახლეობასთან

25 მარტი 2022, 14:02 784 ნახვა

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ყოველდღიურად  იკლებს,  საშუალოდ ახლა დღიურად 1500 ადამიანი იცრება, რაც ეროვნული გეგმის შესასრულებლად  საკმარისი  არ  არის. ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში აჭარაში გრძელდება მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები.

დღეს ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალსა და თხილნარში ადგილობრივებს ვაქცინის სარგებელთან  დაკავშირებით ინფორმაცია ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მიაწოდა, ასევე უპასუხა მათ კითხვებს.

შეხვედრის შემდეგ მოქალაქეების ნაწილი აიცრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში