უკრაინაში იბადება ძლიერი ერი, მათაც უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია - სალომე ზურაბიშვილი

25 მარტი 2022, 14:57 973 ნახვა

ავტოკეფალიის აღდგენა თუ არა, ალბათ არც თავისუფლების აღდგენა იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი და ალბათ მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის, თუ არა აღდგენა ავტოკეფალიის, ალბათ არც თავისუფლების აღდგენა იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო.

არ შეიძლება, რომ დღეს არ გავიხსენო ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი და ალბათ მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია თავიანთი ეკლესიისა, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე რომელიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიისა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავს დღეს აღნიშნავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი