ევროკავშირმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ბუნებრივი აირის შესახებ შეთანხმებას, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს.
შეთანხმება მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებას და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული გაზის აღმოფხვრას ექნება თავისი საფასური, მაგრამ ეს არის სწორი ნაბიჯი მორალური თვალსაზრისით.
"რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი შევწყვიტეთ, რომ ცხადად გვეთქვა, ამერიკის მოსახლეობა არ არის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და გაუმართლებელი ომის სუბსიდირების ნაწილი.
პირველ რიგში, შეთანხმება ეხება რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას. პუტინი იყენებს ენერგეტიკულ რესურსებს მეზობლების იძულებისთვის და მანიპულირებისთვის, საომარი მანქანის ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ, შევწყვიტეთ რუსული ბუნებრივი რესურსების იმპორტი, რომ ცხადად გვეთქვა, ამერიკის მოსახლეობა არ არის უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და გაუმართლებელი ომის სუბსიდირების ნაწილი“, – განაცხადა ბაიდენმა.