ქუთაისი-თბილისი, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა. მოქალაქეებს ბათუმის მიმართულებით 15 ლარის, ხოლო თბილისის მიმართულებით 20 ლარის გადახდა მოუწევთ. მგზავრთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
„ვიცით, რომ საწვავის ფასი გაიზარდა, მაგრამ 5 ლარით მატება ძალიან ძვირია. რომ არ იყოს აუცილებელი საჭიროება ალბათ მგზავრობას გადავიფიქრებდი“- ამბობს ჩვენთან საუბარისას ერთ-ერთი მოქალაქე.
ქუთაისი -თბილისის ხაზზე დასაქმებული მძღოლები ფასის მატებას საწვავის ღირებულების ზრდას უკავშირებენ. ამბობენ, რომ ხარჯი გაიზარდა და მგზავრთა ნაკადი კი შემცირდა. როდის შეიცვლება სიტუაცია მათთვის უცნობია.
მძღოლების განმარტებით, მგზავრობის ღირებულება საწვავის ფასზეა დამოკიდებული.