ხელბურთის ფედერაციის ინიციატივა

24 მარტი 2022, 13:40 903 ნახვა

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ადგილობრივ გუნდებში თამაშის უფლებას მისცემს.

ასევე, იმ მწვრთნელებს და მსაჯებს, რომლებსაც საკუთარი მოვალეობის შესრულება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო არ შეუძლიათ, ფედერაცია საქართველოს ჩემპიონატში დაასაქმებს.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით საქართველო და ლუქსემბურგი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რუსეთის და ბელარუსის ნაცვლად ითამაშებს.

შესარჩევი ეტაპის წილისყრა გერმანიაში 31 მარტს გაიმართება და გაირკვევა, ჯგუფებში ვინ ვის დაუპირისპირდება.

რეიტინგის მიხედვით საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე 32 გუნდი 4 კალათაშია გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები ბოლო მეოთხე კალათაში იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი