შეწყვიტეთ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება - ზელენსკიმ ფრანგულ კომპანიებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

23 მარტი 2022, 20:31 920 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტისთვის მიმართვისას, ფრანგულ კომპანიებს რუსული ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდა.

"უკრაინა ხედავს, რომ საფრანგეთი, როგორც ყოველთვის აფასებს თავისუფლებას და თქვენ მას იცავთ. გახსოვთ რა არის თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. თითოეული ეს სიტყვა სავსეა ძალით. მე ვგრძნიბ ამას, უკრაინა გრძნობს ამას. ამიტომ ჩვენ ველით საფრანგეთისგან, თქვენი ლიდერისგან, რომ თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ რუსეთს მშვიდობისკენ, რომ დავასრულოთ ეს ომი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის წინააღმდეგ.

„ფრანგულმა კომპანიებმა უნდა დატოვონ რუსული ბაზარი. „რენო“, „ოშანი“, „ლერუა მერლენი“ და სხვები - მათ უნდა შეწყვიტონ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება. მათ უნდა შეწყვიტონ ქალებისა და ბავშვების მკვლელობისა და გაუპატიურების დაფინანსება. ღირებულებები უფრო ძვირფასია, ვიდრე მიღებული სარგებელი. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ რუსეთმა მშვიდობის გზა აირჩიოს. უკრაინას სჭირდება გარანტია, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული და ომი დასრულდება. მჯერა, რომ საფრანგეთი ამ ყველაფერში ლიდერის როლს შეასრულებს.", - განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი