ვითარება უკრაინაში

23 მარტი 2022, 20:02 1013 ნახვა

ევროპას 80 წელია არ უნახავს ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.1 თვეა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გრძელდება. ოკუპანტების თავდასხმას ამ დრომდე 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 167-მა - ეს უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციაა. ზოგადად დაღუპულებისა და დაშავებულების რიცხვი კი ბევრად მეტია. ოკუპანტებმა ღამე კიევის კიდევ ორი რაიონი დაბომბეს.უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნივკში საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმა გრადით განხორციელდა. უკრაინული მედია ასევე წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვში, მდინარე დესნაზე მდებარე საავტომობილო ხიდი დაბომბეს, რომელიც ქალაქს კიევთან აკავშირებდა. საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლისკენ მიმავალი მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი 11 ავტობუსი ხელში ჩაიგდეს. რუსეთის აგრესიას გმობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა და კრემლს ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები დაუწესეს. ხვალ უკრაინაში მიდინარე მოვლენები იქნება მთავარი თემა ნატოს სამიტზე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი