რუსულმა ძალებმა მარიუპოლისკენ მიმავალი, მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი 11 ავტობუსი ხელში ჩაიგდეს

23 მარტი 2022, 10:19 1176 ნახვა

რუსულმა ძალებმა მარიუპოლისკენ მიმავალი, მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი 11 ავტობუსი ხელში ჩაიგდეს - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსებმა ავტობუსები და საგანგებო სიტუაციების სამსახურების რამდენიმე თანამშრომელი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინიტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ 100 000-ზე მეტ ადამიანს სურს მარიუპოლის დატოვება, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია.

„ის რასაც რუსები აკეთებენ ნამდვილი სისასტიკეა. გატაცებული ავტობუსები და მოქალაქეები მანგუშთან დგანან.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მათ გამოყვანას. მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდეს: ეს არის იმ სიტყვის ფასი, ვინც ამბობს, რომ მშვიდობისმყოფელია, ვინც ამბობს, რომ მშვიდობა მოიტანა. ეს არის აღიარებული დერეფანი, ჩვენ ამაზე შევთანხმდით და ახლა ხალხი მძევლად არის აყვანილი“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი