გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ, ევროპას აქვს ძალა, არ დააფინანსოთ რუსული ომის მანქანა​ - ზელენსკი

21 მარტი 2022, 14:10 932 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და გერმანიას და ევროპის ქვეყნებს მიმართა.

მან კამერების წინ 20 წამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ჩართო.

„თქვენ ახლა განგაშის ხმა 20 წამის განმავლობაში გესმოდათ, ჩვენ საათებია, გვესმის​...

გერმანელებო, თქვენ ძალა გაქვთ. ევროპას აქვს ძალა, ნებისმიერ რაკეტაზე ძლიერი, ნებისმიერ ტანკზე ძლიერი. თქვენთან ვაჭრობის გარეშე, თქვენი ბანკების და კომპანიების გარეშე, რუსეთს ამ ომისთვის ფული არ ექნება. დაე, დადგეს მშვიდობა მალე და თქვენ ეს შეგიძლიათ. თქვენ უნდა დაიცვათ თავი. არ დააფინანსოთ, გთხოვთ, რუსული ომის მანქანა. არც ერთი ევრო ოკუპანტებისთვის. დახურეთ თქვენი პორტები, უარი თქვით რუსულ ენერგორესურსებზე. ზეწოლა მოახდინეთ, რომ რუსეთი უკრაინიდან გავიდეს. მე მჯერა, ვიცი, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ უნდა იმოქმედოთ. იმოქმედეთ, იმოქმედეთ, რომ დადგეს მშვიდობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში