შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება პარლამენტში

17 მარტი 2022, 14:44 1174 ნახვა

ღია მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, პარლამენტში მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და ოფიციალური ნაწილი სწორედ უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო. ვახტანგ გომელაურმა ამის შემდეგ დეპუტატებს მისი უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.ყურადღება გაამახვილა საზღვრის დაცვის ნაწილზე და თქვა, რომ სახელმწიფო საზღვარი არც ერთ ქვეყანას არ აქვს 100%-ით დაცული, თუმცა ახლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ქვეყანაში გაძლიერებულია კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი