მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ „უკრაინული“ და ეფუძნებოდეს უსაფრთხოების გამართულ გარანტიებს - პოდოლიაკი ​

16 მარტი 2022, 15:32 968 ნახვა

უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის განსაკუთრებულ ვარიანტს, რომელშიც იქნება უსაფრთხოების გარანტიები არა პროტოკოლური, არამედ იურიდიულად გამართული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენს პარტნიორებს სურთ, ინიციატორები იყვნენ მოლაპარაკებების პროცესში, აქედან გამომდინარეობს განცხადებები ნეიტრალიტეტის შვედურ ან ავსტრიულ მოდელზე. თუმცა ახლა უკრაინა რუსეთთან პირდაპირი ომის მდგომარეობაშია, ამიტომ მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ „უკრაინული“ და ეფუძნებოდეს „უსაფრთხოების იურიდიულად გამართულ გარანტიებს“. არანაირი სხვა მოდელი ან ვარიანტი არ იქნება“, - აცხადებს პოდოლიაკი.

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში დემილიტარიზირებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური ვარიანტი კომპრომისი შეიძლება გახდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი