ჩამონგრეული კორპუსის საქმე - დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენენ 

14 მარტი 2022, 14:12 1123 ნახვა

რამდენიმე წუთში დაიწყება ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე სახლის ჩამონგრევის საქმეზე სასამართლო სხდომა, დღეს ისევ ბრალდების მხრის მოწმეებს მოუსმენენ. დაიკითხებიან დაზარალებულები. 

წინა სხდომაზე  იმ მოწმეებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ კორპუსში, თქვეს, რომ წლების წინ  მათ ბინებში სხვადასხვა ტიპის  სარემონტო,  დაშენებითი  სამუშაოები შეასრულეს,  შესაბამისი ნებართვის, კონსულტაციებისა და ლეგალიზაციის საფუძველზე. თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ მზიდ კედლებს არ შეხებიან.

ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, დაზარალებულები კი ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.  პროკურატურას სამი ბრალდებული  ჰყავს. ორ მუშას გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას,  გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის და  ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება,  ბინის მეპატრონეს კი  ბრალი  შრომის უსაფრთხოების  წესების დარღვევის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ  5  წლამდე  თავისუფლების აღკვეთა   ემუქრებათ. 26 მაისის ქუჩაზე  სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი