ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა ძვირდება

12 მარტი 2022, 13:42 4685 ნახვა

გაძვირებული საწვავის ფონზე, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა  50 თეთრით ძვირდება.  მძღოლებმა მგზავრების გაფრთხილება უკვე დაიწყეს.

საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების ნაწილზე, გამაფრთხილებელი ბანერები უკვე გამოკრულია, რომ 14 მარტიდან მგზავრობის ფასი ქობულეთამდე 2 ლარი და 50 თეთრი იქნება.

მძღოლები ამბობენ, რომ   გაძვირებული საწვავის ფონზე, მათ ორი ვარიანტი დარჩათ - ან ავტომობილები გააჩერონ, ან მგზავრობა გააძვირონ. ამბობენ, რომ თუ საწვავზე ფასი დაიკლებს, მგზავრობის ფასიც 2-ლარიან ნიშნულს დაუბრუნდება.

დაამტკიცა თუ არა ახალი ტარიფი ქობულეთის საკრებულომ, ამ ეტაპზე უცნობია - სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.  

ცნობითვის, ბოლო ორ კვირაში, საქართველოში საწვავზე ფასმა საშუალოდ 25 თეთრით მოიმატა. ზრდა ყველა კატეგორიის საწვავს შეეხო. ავტოგასამართ სადგრებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის ფასი 3 ლარსა და 70 თეთრამდე ავიდა, ხოლო „რეგულარი“ 3 ლარი და 45 თეთრია.

ეკონომისტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის არაპროგნოზირებად ვითარებაში საწვავის ფასი კიდევ გაიზრდება.

წლის დასაწყისში 1 ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარი იყო, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პარალელურად კი 140 დოლარამდე გაიზარდა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში