ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შევთანხმდით - დმიტრო კულება

10 მარტი 2022, 14:20 1298 ნახვა

ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა დასრულდა.

უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ.

მისი თქმით, სერგეი ლავროვმა ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაზე ვალდებულება ვერ აიღო.

"სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ აიღო აღნიშნული ვალდებულება საკუთარ თავზე, მაგრამ იგი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან კონტაქტს დაგვპირდა ამ საკითხზე. ჩვენ ასევე წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა მოგვეგვარებინა ყველაზე უფრო მწვავე ჰუმანიტარული საკითხები.

ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწიეთ ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, სხვები იღებენ გადაწყვეტილებას რუსეთში ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით ძალისხმევას, რათა მოგვეძებნა გადაწყვეტილება ჰუმანიტარული პრობლემებისთვის ადგილზე.

მე მზად ვიქნები, შევხვდე კვლავ აღნიშნულ ფორმატში, მოცემულ ფორმატში, თუ იქნება პერსპექტივები არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტილების მონახვისთვის. როდესაც ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს ხვდება, მათ აქვთ მანდატი, მოლაპარაკება აწარმოონ უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე. მანდატი, რომელიც მათ მიანიჭეს პარლამენტებმა, მათი ქვეყნების ლიდერებმა და მზად ვარ, აღნიშნული ჩართულობა გავაგრძელო იმ მიზნით, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, დასრულდეს სამოქალაქო პირების ტანჯვა და ჩვენი ტერიტორია გათავისუფლდეს რუსული საოკუპაციო ძალებისგან“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი