შეხვედრა ევროპარლამენტარებთან

10 მარტი 2022, 10:56 629 ნახვა

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინაში შექმნილი ვითარება და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები  - სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას.

მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპელი კანონმდებლები არიან ერთსულოვნები, როცა საუბარია საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით.

მისივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაცია და მათი პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი