სურსათის უსაფრთხოება - შეხვედრა იმპორტიორებთან

09 მარტი 2022, 20:18 1271 ნახვა

სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, სავაჭრო კომპანიებმა უნდა იმოქმედონ სოციალური პასუხისმგებლობით, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება - ამ მოთხოვნით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ქვეყანაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მსხვილი სავაჭრო ქსელების  და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში