სამწუხაროდ აქედან გაიწვიეს ელჩი და ბელორუსიაში დატოვეს, ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.
ვახტანგ გომელაური დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
კითხვაზე რას უკავშირდება საქართველოდან ელჩის გაწვევა, მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკურ დეტალებში ვერ შევა.
''სანქციებზე და ეკონომიკურ საკითხებზე ეკონომიკის მინისტრმა ისაუბროს ჯობია. მე კომპეტენტური ვერ ვიქნები ამ შემთხვევაში.
საქართველო ყველაფერს აკეთებს. პრემიერ-მინისტრის დავალებით გაიგზავნა დახმარება უკრაინაში. ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებულები. რამდენიმე წლის წინ ომი იყო საქართვლოში, დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე დგას. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, როგორც აქვს გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის დიდ ქვეყნებს. მხარდაჭერის კუთხით ყველაფერი გავაკეთეთ. გაეროში ბევრი მიმართულებით მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას. ჩვენ მზად ვართ გვერდით დავუდგეთ'' - განაცხადა გომელაურმა.