რუსმა სამხედროებმა მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით სროლა დაიწყეს

08 მარტი 2022, 16:15 796 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით სროლა დაიწყეს.

ოლეგ ნიკოლენკოს ​თქმით, რვა სატვირთო და 30 ავტობუსი გზაშია, რათა ქალაქს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს და მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმაროს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ ევაკუაციას ხელს თვითონ უკრაინელები უშლიან.

მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქიდან გასვლის საშუალება არ მისცეს - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში