ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის საქმე - პროცესზე დაზარალებულები დაიკითხებიან

07 მარტი 2022, 11:31 833 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე სახლის ჩამონგრევის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვა გრძელდება. დღეს დაზარალებულ ოჯახებს მოუსმენენ.

მოწმეების გარდა პროკურატურას  მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, წერილობითი, ვიდეო და აუდიო მასალები. დაცვის მხარე პროკურატურის ყველა მტკიცებულებას სადავოდ მიიჩნევს, ბრალდებულები კი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.

პროკურატურას სამი ბრალდებული  ჰყავს. ორ მუშას გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას,  გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის და  ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება,  ბინის მეპატრონეს კი  ბრალი  შრომის უსაფრთხოების  წესების დარღვევის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ  5  წლამდე  თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

26 მაისის ქუჩაზე  სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი