2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და 2012 წლის ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის დროს დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს დედის დღესთან დაკავშირებით ათას-ათასი ლარი გადაეცემათ. თანხას მათ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გადასცემს. ეს თანხა მათთვის უწყების სპეციალური პროგრამით არის გათვალისწინებული. ამის გარდა ომში დაღუპული მეომრების თითოეულ ოჯახს აგვისტოში 3 ათასი ლარი გადაეცემათ. ორივე პროგრამისთვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში წელს 115 ათას ლარი აქვს გათვალისწინებული.