რუსული "სბერბანკი" ტოვებს ევროპულ ბაზარს

02 მარტი 2022, 10:04 972 ნახვა

რუსული სბერბანკი ტოვებს ევროპულ ბაზარს. მათივე ინფორმაციით, გადაწვეტილება შექმნილი ვითარების გამო მიიღეს.

"ამჟამინდელ გარემოში სბერბანკმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ევროპული ბაზარი. ჯგუფის შვილობილი ბანკები თანხების არანორმალური გადინების წინაშე დგანან და საფრთხე ემუქრება თანამშრომლებისა და ფილიალების უსაფრთხოებას", - ნათქვამია ანგარიშში.

მანამდე კი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დიდმა ბრიტანეთმა "სბერბანკს" სანქციები დაუწესა.

ცოტა ხნის, წინ კი აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა რუსეთის რამდენიმე ბანკის „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი