მოქალაქემ ქუთაისის მერიის შენობის მინები ჩაამსხვრია

01 მარტი 2022, 19:56 1323 ნახვა

ქუთაისში პროტესტის ნიშნად ახალგაზრდა კაცმა მერიის შენობის შესასვლელში მინები ქვით ჩაამსხვრია. ასევე დაიზიანებულია ინფრასტრუქტურა. თვითმხილველების თქმით, კაცის პროტესტი უკრაინაში მიმდინარე ომისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას უკავშირდება. მამაკაცი  ადგილზე დააკავეს. ინციდენტი სამუშაო საათების დროს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებს არკვევენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი