ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას - პრეზიდენტი

28 თებერვალი 2022, 22:55 1733 ნახვა

ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო ისტორიულად და დღესაც, რომ ჩვენ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო. ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას - თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი აქ, დღეს პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო  ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, იმ დროს, როცა ევროპა ერთიანია. ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსენება ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და მინდა ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი.  იმ ევროპამ, რომელმაც აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, აქტიური მხარდაჭერით უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერები უკრაინის, რომელიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად იყო თავისი პრინციპების ერთგული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი