სოლიდარობის აქცია ბსუ-ში

28 თებერვალი 2022, 18:38 1071 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სოლიდარობის აქცია გაიმართა.  პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.   სტუდენტებმა უკრაინისა და საქართველოს  ჰიმნები გააჟღერეს და დროშები გაშალეს.  ასევე წუთიერი დუმილით  უკრაინაში გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. აქციის  მონაწილეების თქმით, ისინი მკაცრად გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში , რომელიც საფრთხეს უქმნის  ქვეყნის სუვერენიტეტსა და მსოფლიო ცივილიზაციას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი