ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს - თეა წულუკიანი

28 თებერვალი 2022, 14:24 1282 ნახვა

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიცია ცანცარებს. მინისტრის თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრი კი არა  ოპოზიცია უნდა გადადგეს.

''იმიტომ რომ ეს არის ხალხი, რომელიც როცა იყო ხელისუფლებაში მაშინ ტაშ-ფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს და ზეიმობდა მაშინ, როცა ალბათ ჩვენი ზოგიერთი გმირი ჯერ კიდევ ბოლო წამებს ითვლიდა და სულს ღაფავდა.

ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლობიანი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება იაროს სწორ გზაზე და არა პირიქით. ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, ვხედავთ ზედაპირულობას, ვხედავთ რომ ამ ადამიანებს თითქოს ერთი სული აქვთ ქვეყანაში ტყვია გავარდეს. მინდა გავუცრუო მათ იმედები და ვუთხრა: ამ კონკრეტული პრემიერის და ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველანი ვიყოთ დაცულები და თქვენი შვილები დილით ომ იღვიძებენ, არ გაიღვიძონ ცრემლიანი თვალებით“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში